სხვა კანდიდატების მაჩვენებლები, წინასწარი შედეგებით, ასე გადანაწილდა: ვლადიმირ ბონდარენკო – 7.85%, ალექსანდრ ომელჩენკო – 7.76%, ლესია ორობეცი – 7.54%, ნიკოლაი კატერინჩუკი – 5%, გენადი ბალაშოვი – 2.1%, ალექსეი მოჩანოვი – 2.09%, დარტ ვეიდერი – 1.97%, ენდრეი ილიენკო – 1.94%, ვიაჩესლავ კირილენკო – 1.2%, იგორ ნასალიკი – 0.9%, ივან სალი – 0.8%. სხვა კანდიდატებს კიდევ უფრო ნაკლები ხმების რაოდენობა აქვთ მიღებული.
რაც შეეხება უკრაინის დედაქალაქის საბჭოს არჩევნების შედეგებს პარტიული სიებით, პირველადი მონაცემებით, 3%-იანი ბარიერი გადალახეს შემდეგმა პარტიებმა: “უდარი” – 42.7%; უკრაინის სახალხო პარტია – 10.1%; КПУ – 5.3%; «Спільна дія» – 5%; უკრაინის სამოქალაქო მოძრაობა – 3.75%; ინტერნეტ-პარტია – 3.06% და მწვანეების პარტია – 3.01%.
კიევში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 25 მაის ჩატარდა, ისევე, როგორც უკრაინის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრო პოროშენკომ გაიმარჯვა. მისი თქმით, ქვეყნის პრემიერის პოსტს ისევ შეინარჩუნებს არსენ იაცენიუკი, ხოლო პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი იქნება საქართველოს ყოფილი მთავრობის წარმომადგენელი.





