ამის გამო უკმაყოფილება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ გამოთქვა:
ეს ფაქტი ასევე გააპროტესტა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, რომელიც ღონისძიებაზე მიპატიჟებული არ არის და აპირებ, რომ ცერემონიას გარედან, მოქალაქეებთან ერთად ადევნოს თვალი:
“მე გავეცანი სოციალური ქსელით ამ ინფორმაციას და თუ ეს ნამდვილად სიმართლეა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. პარლამენტის წევრებს ეპატიჯებოდე, თუმცა ამბობდე, რომ მხოლოდ ბიუროს წევრები მოვიდნენო, ცოტა უცნაური მოვლენაა, ბიუროს წევრი რამდენი უნდა იყოს? ვთვლი, რომ ეს ამ დღეს არ შეშვენის. ეს არის დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი და სრულიად საქართველო უნდა ზეიმობდეს”, – განაცხადა მელიამ.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა შანიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მხოლოდ ბიუროს წევრი პარლამენტის წევრების მიპატიჟების გადაწყვეტილება სამინისტროს ერთპიროვნულად არ მიუღია და მას კონსულტაციები ჰქონდა მთავრობის, პრეზიდენტისა და თუ პარლამენტის პროტოკოლის სამსახურებთან, რომელთან ერთადაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს. მისივე თქმით, ტრიბუნა თავისუფლების მოედანზე სულ 150 ადამიანს იტევს და გარდა დეპუტატებისა მთავრობის წევრები და სამხედრო ატაშეებიც არიან მიწვეულები.

ნეტგაზეთის კითხვას, რატომ არ მოხდა დეპუტატები რაოდენობის გათვალისიწნება და უფრო დიდი ტრიბუნის მონტაჟი, მან უპასუხა, რომ ტრიბუნა უკიდეგანო ვერ იქნება. მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება შარშანაც მსგავსი ფორმატით ჩატარდა.
თავისუფლების მოედანზე იმყოფება მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და რამდენიმე სხვა სასულიერო პირი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 150 დეპუტატი ერთიანდება, ხოლო ბიუროს წევრების რაოდნეობა საპარლამენტო უმრავლესობიდანაც და უმცირესობიდნააც 33–ს შეადგენს. თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან მოქალაქეები, რომლებიც არც მთავრობის წევრები არიან და არც პარლამენტის. მათ ღონისძიებისთვის თვალის მიდევნების საშუალება შედარებით დაშორებული ადგილიდან შეუძლიათ, სადაც რკინის კონსტრუქციებია აღმართული.




