“საქართველოს 21 საპატიო კონსული ჰყავს, მათგან საქართველოში ჩამოსულია 13. ისინი ერთად პირველად იკრიბებიან. მათთან საუბარი გვექნება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ თემებზე, საპატიო კონსულის ფუნქციებზე. გვექნება პრეზენტაცია საქართველოს როგორც საინვესტიციო ადგილის შესახებ. საპატიო კონსულები დაესწრებიან 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და დატოვებენ საქართველს”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებებს:
“დღევანდელი დღე ეკუთვნის მთელ საქართველოს. ეს არის სახალხო დღესასწაული. სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება საქართველოს 12 ქალაქში, რა თქმა უნდა, მთავარი ადგილი თბილისი იქნება. ღონისძიებები დაგეგმილია ბევრ ქვეყანაში, სადაც წარმომადგენლობა აქვს, მათ შორის მე ხვალ დავესწრები მიღებას ნიუ იორკში, ზეგ ვაშინგტონში. ყველა საელჩო აღნიშნავს დამოუკიდბლობის დღეს”, –განაცხადა ფანჯიკიძემ.
