ახალი ამბები

განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს

17 ნოემბერი, 2018 • 1765
განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს

ისანი-სამგორის პოლიციამ თბილისში 1990 წელს დაბადებული პირი დააკავა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობასა და ორი ან მეტი ადამიანის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

უწყების ცნობით, მკვლელობა 16 ნოემბერს, თბილისში, საღამოს საათებში მოხდა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულს ორ ნაცნობთან კონფლიქტი მოუვიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, ამ დროს კი მან ორივე მათგანს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

“ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი