ახალი ამბები

ანონსი – 26 მაისი

25 მაისი, 2014 •
ანონსი – 26 მაისი
11:30 – “პირველ პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” დიღმის მაჟორიტარობის კანდიდატი რამაზ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს.  თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები.

მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
 
12:00 საათიდან საქართველოს 12 ქალაქში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყება; 

12:00 –  სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია რუსთაველის გამზირზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდს დაათვალიერებს. სამინისტროს სტენდი წარმოდგენილი იქნება რუსთაველის გამზირზე რუსთაველის თეატრის მოპირდაპირე მხარეს. 

12:00 – “პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ევრაზიული არჩევანის” ლიდერი არჩილ ჭყოიძე და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართველი ემიგრანტების” თავჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილი გამართავენ ბრიფინგს, სადაც საზოგადოებას გააცნობენ 28 მაისს პრეზიდენტის სასახლის წინ დაგეგმილი აქციის მოთხოვნებსა და მიზნებს. 
საკონტაქტო ტელ – 591111595 

12:30 – “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: წინასაარჩევნო გარემო, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22


15:00 –  თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფიცის მიღების ცერემონიალი


18:00 – საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი  კონცერტი გაიმართება.


 21:00 – სადღესასწაულო ღონისძიებების დასასრულს შესრულდება ჰიმნი და 12-ვე ქალაქში ერთდოულად გაისვრიან სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ ფეიერვერკებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი