თბილისთან ერთად სადღესასწაულო ღონისძიებებში 11 ქალაქია ჩართული: ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ამბროლაური, მცხეთა, თელავი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი, რუსთავი და ბათუმი.
კულტურის სამინისტროს ცნობით, 12 ქალაქი ერთიანი სცენარით აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს – გადაკეტილ პროსპექტებზე არსებული კაფე-ბარები მოაწყობენ სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვას; პირველი გიმნაზიის წინ „ყვავილების ზეიმის“ ღონისძიება მოეწყობა, ხოლო ოპერის წინ მხატვრები განლაგდებიან; პროსპექტზე ივლიან პანტომიმისა და სხვადასხვა თეატრის მსახიობები. მოძრაობის თეატრი მცირე პერფორმანსებს დადგამს. მთავარ გამზირზე მოეწყობა ბავშვებისთვის გასართობი ცენტრებიც.
რუსთაველის გამზირზე განთავსდება სამინისტროების კარვები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან საინფორმაციო და გასართობი კუთხით. კულტურის სამინისტროს კარვებში მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა. რუსთაველის გამზირზე მოსულ სტუმრებს საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული ოსტატები მასტერკლასებს ჩაუტარებენ. (თიხის ხელით ამოყვანა, ქარგვა, ბატიკა და ა.შ.)
დედაქალაქში წარმოდგენილი იქნება 2 მთავარი სცენა: პარლამენტის წინ და ევროპის მოედანაზე. სადაც 12:00–21:00 საათების შუალედში წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით გაიმართება ქართველი შემსრულებლების კონცერტები.
ამავე სცენებზე მოეწყობა 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების ფინალური კონცერტები, სადაც გამოვლენ ფოლკლორული ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები.
15:00 საათზე გაიმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფიცის მიღების ცერემონიალი
1.იროკეზების გადაფრენა
2. წვევამდელების შემოსვლა თავისუფლების მოედანზე და განლაგება სტუმართა ტრიბუნის წინ
3. სახელმწიფო ჰიმნი
4. ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლა
5. ფიცის დადების ცერემონიალი (190 წვევამდელი)
6. დროშების ფლეშმობი სამხედრო ორკესტრის თანხლებით
7.კონკურსის „ჩემი ჯარისკაცი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია
18:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ეწყობა გალა კონცერტი.
21:00 საათზე სადღესასწაულო ღონისძიებების დასასრულ შესრულდება ჰიმნი და 12-ვე ქალაქში ერთდოულად გაისვრიან სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ ფეიერვერკებს.
გალა კონცერტი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში
პროგრამა:
„აბიო მეფე“- ნაწყვეტი „აბოსალომ და ეთერიდან“ – ორკესტრი და გუნდი;
ცეკვა ქართული -„დაისი“- საბალეტო დასი (დუეტი);
„ცანგალას კუპლეტები“ – ორკესტრი, სოლისტი გოჩა დათუსანი;
ცეკვა „ხორუმი“- ანსამბლი „რუსთავი“;
„აბესალომ და ეთერი“-მარეხის კანსონეტა- ორკესტრი, სოლისტი ნინო ჩაჩუა;
„დამისხი დამალევინე“ ოპერა „დაისი“-დან – სოლისტი სულხან გველესიანი;
ქართული ქორეოგრაფია, ფრაგმენტი „აბესალომ და ეთერიდან“- ანსამბლი „რუსთავი“;
რ. ლაღიძის „საჭიდაო“- ორკესტრი
„აბესალომ და ეთერი“-აბესალომ და მურმანის არია- ორკესტრი, სულხან გველესიანი,არმაზ დარაშვილი;
„საგალობელი“ (ქორეოგრაფია)- საბალეტო დასი;
პროკოფიევის “Precipitato“ – სოლო, როიალთან ედიშერ სავიცკი;
„დაისის“ მეორე აქტის ფინალი- გუნდი, ორკესტრი;
„დონ კიხოტი“ ქორეოგრაფია, საბალეტო დასი- ორკესტრი;
„ჩაკრულო“- ორკესტრი, გუნდი, სოლიტები: თამაზ საგინაძე, გრიგოლ მახარაძე, ნინო ჩაჩუა;
„საქართველოს ჰიმნი“ – ორკესტრი და გუნდი;
მონაწილეები:
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ორკესტრი;
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის
პროფესიული სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი და გუნდი;
სოლისტები: ნინო ჩაჩუა, სულხან გველესიანი, გრიგოლ მახარაძე,
თამაზ საგინაძე, გოჩა დათუსანი, არმაზ დარაშვილი; როიალთან: ედიშერ სავიცკი; დირიჟორი: დავით მუქერია;