უკრაინული მედიის ცნობით, სერიოზული დაპირისპირებები განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ, დონეცკისა და ლუგანსკშია, სადაც თვითაღიარებული რესპუბლიკები არჩევნებს ბიოკოტს უცხადებენ. გამოცემა უნიანის ინფორმაციით, დონეცკში საარჩევნო უბნების 82.5% არ გაიხსნა.
ბოლო დღეებში ამ დაპირისპირებების შედეგად დაახლოებით 20 ადამიანი დაიღუპა. არაოფიციალური ინფორმაციით, სლავიანსკთან, სოფელ ანდრეევკაში იტალიელი ჟურნალისტი ანდრეა როჩელი და მისი თარჯიმანი, რუსეთის მოქალაქე ანდრეი მირონოვი მოკლეს.
წელს პირველად არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ყირიმი, რომელიც უკვე რუსეთის შემადგენლობაშია, თუმცა იქ მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში არჩნევნებში მონაწილება სხვა რეგიონებში შეეძლებათ.
ვადამდელი არჩევნები უკრაინაშ უმაღლესმა რადამ პრეზინდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის საპრეზიდენტო პოსტიდან ჩამოცილების შემდეგ დანიშნა.