“ბოლო სამი თვის განმავლობაში ძალადობრივმა კულტურამ 13 ქალის სიცოცხლე შეიწირა.
ქალებს სჭირდებათ თანადგომა!
საპროტესტო აქციაში არასამთავრობო სექტორი და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
აქცია საპატრიარქოსტან იყო დაგეგმილი. როგორც “იდენტობაში” განუმარტეს “ნეტგაზეთს”, “აქციის ადგილი შეიცვალა, რადგან პოტენციურ მონაწილეთა ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ უპირველესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. იდენტობა, მართალია, არ ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას, რადგან თვლის, რომ დამნაშავე ძალადობრივი იდეოლოგიაა, რომელიც საპატრიარქოს მხრიდან არის თავსმოხვეული, მაგრამ გამოიჩინა სოლიდარობა და დათანხმდა ადგილის შეცვლას.”