ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. დამწვარია 6 კვ/მ ფართობი.
ადგილზე მობილიზებული იყო 3 სანაძრო-სამაშველო ჯგუფი.