10:00 სოფიკო ჭიაურელის სახ. სკვერსა და მის მიმდებარე ქუჩებზე (შარდენის ქუჩა, ბამბის რიგი) ტრადიციული ყვავილების ფესტივალი “ვარდობისთვე თბილისში 2014” გაიხსნება.
11:00 ეთნოგრაფიულ მუზეუმში “ღვინის ფესტივალი 2014” გაიხსნება, რომელიც 18 საათამდე გაგრძელდება.
11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: დიმიტრი დარბასიელის მიერ თანამდებობის დატოვება, პრემიების საკითხი, პარლამენტარების ხელფასები, ბაროზოს განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
11.00 საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-3 პავილიონში, საქართველოში პირველად კომპიუტერული გრაფიკის ფესტივალი CG Georgia Tbilisiჩატარდება.
11:30 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და გაეროს მოსახლეობის ფონდი თბილისისა და კახეთის რეგიონის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.
11:30 განათლების მულტიმედია ცენტრში თბილისის პირველი ინტერნეტ ფორუმი გაიმართება, რომლის მიზანია ბლოგერების, ონლაინ აქტივისტების და ინტერნეტის განვითარებით დაინტერესებული პირების შეკრება.
მის: ალ. ჭავჭავაძის ქ. #10ა
12:00 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში 115 აუდიტორიაში სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტისა” და ორგანიზაცია “ძეგლის მეგობრის” ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია :”საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღარო – არქეოლოგია მომავლისათვის”
12:00 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე სპეციალისტებთან ერთად მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის გელათის მთავარი ტაძრის სარეაბილიტაციო პროცესს
13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივას“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი“ და „ სამოქალაქო განვითარებისა საერთაშორისო ქსელის“ წარმომადგენლები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე ბრიფინგს გამართავენ.
თემა:კოალიცია საზოგადოევრივი ინიციატივა საქალაქო სასამართლოს მიერ ქართული ოცნების მერობის კანდიდატებისთვის არჩევნებში მონაწილეობას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს