ახალი ამბები

ნადირაშვილი: განცხადება, რომ დარბაისელი მოიქცა ღირსეულად, პრემიერის ღირსებაზე მიუთითებს

23 მაისი, 2014 •
ნადირაშვილი: განცხადება, რომ დარბაისელი მოიქცა ღირსეულად, პრემიერის ღირსებაზე მიუთითებს

ირმა ნადირაშვილის თქმით, დარბაისელის გადადგომა ვერ მოაგვარებს სისტემურ პრობლემებს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებობს:

 

“ერთი დარბაისელის გადაყენება არაფერს არ უშველის და სისტემურ პრობლემას ნამდვილად ვერ მოაგვარებს. ეს არ არის გადადგომა. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა ამ ხელისუფლების. როდესაც მე ეს ციფრები გამოვაქვეყნე, მას მერე გავიდა ორი კვირა. დღეს მიიღეს ეს გადაწყვტილება, და იმიტომ კი არა, რომ ისინი გაბრაზდნენ დარბაისელზე და იმიტომ გადადგეს ეს ნაბიჯი. ისინი არიან წინასაარჩევნო პერიოდში. რომ არ ყოფილიყო საზოგადოების მხრიდან ძალიან მწვავე პოზიცია, ისინი ამ ნაბიჯს არ გადადგამდნენ. მე მოვისმინე “ჰაკიმ ფაშას” განცხადებები იმ თემაზე, რომ ძალიან ღირსეული ნაბიჯი ყოფილა თურმე დარბაისელის მხრიდან გადადგომაზე განცხადების დაწერა. ასეთი განცადება, რომ თურმე დარბაისელი მოიქცა ღირსეულად, თვითონ პრემიერმინისტრის ღირსებაზე მიუთითებს”,- ამბობს ნადირაშვილი.

 

დიმიტრი დარბაისელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან დღეს გადადგა. დღესვე პრემიერმინისტრმა ირალი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დიმიტრი დარბაისელის ნაბიჯი იყო ღირსეული.

ირმა ნადირაშვილი
ირმა ნადირაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი