ფოტო: Zone Critique

ერიკ-ემანუელ შმიტი საქართველოს ნოემბრის ბოლოს ეწვევა

ფრანგი მწერალი ერიკ-ემანუელ შმიტი ნოემბრის ბოლოს საქართველოს ეწვევა. ვიზიტი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის ინიციატივით შედგება. შეხევდრას პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.

“ერიკ-ემანუელ შმიტი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და პოპულარული ფრანგულენოვანი ავტორია. მკითხველებისა და კრიტიკოსებისგან აღიარებული მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული და თეატრალური პრემიის მფლობელია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე, სპექტაკლები კი 50-მდე ქვეყანაშია დადგმული.

მწერლის თქმით, მისი ამოცანა არ არის ყოველდღიურობის აღწერა, უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია თანამედროვეობაში არსებული სოციალურ-კულტურული რეალობის წარმოჩენა, რომელიც ადამიანთა ბუნების უკეთ შეცნობაში ეხმარება. „ჩემი მიზანია შევქმნა ისეთ პერსონაჟთა სამყარო, რომლებიც ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებას თავისდაუნებურად აღმოაჩენენ. ეს კი შეიძლება ძალიან ახლობელი იყოს ბევრი მკითხველისთვის. კარგ წიგნს არ შეუძლია სამყაროს შეცვლა, მაგრამ შეუძლია შეგვცვალოს ჩვენ”, – აღნიშნავს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.

ამავე გამომცემლობამ მწერლის არაერთი ცნობილი ნაწარმოები თარგმნა. მათ შორის,  „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, „პილატეს სახარება“ „ნოეს შვილი“, „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“ და „ულისე ბაღდადიდან“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან