ახალი ამბები

ომბუდსმენის მიმართვა მთავრობას: ვიყოთ შეუწყნარებლები ქალთა მიმართ ძალადობისადმი

23 მაისი, 2014 •
ომბუდსმენის მიმართვა მთავრობას: ვიყოთ შეუწყნარებლები ქალთა მიმართ ძალადობისადმი

გარდა ამისა, ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეიმუშავოს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საგანგებო სტრატეგია, რომელიც არა მხოლოდ მომხდარი ძალადობრივი ფაქტების ეფექტური გამოძიების ჩატარებაზე იქნება კონცენტრირებული, არამედ მაქსიმალურად მოახდენს მსგავსი დანაშაულების პრევენციას.


“ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოდ მაღალია, მიუხედავად ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული არაერთი კამპანიის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარანტიების შექმნის და ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციისა.

განსაკუთრებით საყურადღებოა ძალადობის ისეთი სასტიკი ფორმა, როგორიცაა მკვლელობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2013 წელს საქართველოში დაფიქსირდა ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევა, მათ შორის ქმრის მიერ ცოლის – 8, ხოლო შვილის მიერ დედის – 1 შემთხვევა.

პრობლემის არსებობა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მთელი სიცხადით დაგვანახა; წლის განმავლობაში უკვე ათზე მეტი ქალის მკვლელობა მოხდა, ძირითადად მათი მეუღლეების და პარტნიორების მხრიდან”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

სახალხო დამცველი 22 მაისს ოჩხამურში მომხდარი მკვლელობის ფაქტსაც ეხმიანება:


“22 მაისს გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი ოჯახში ძალადობის ფაქტისა და ორსული ქალის მკვლელობის შესახებ. მკვლელობის გარდა, ხშირად მოძალადეები ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობის სასტიკი ფორმებს მიმართავენ.

მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოში ქალთა მკვლელობების გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ჭირისუფალს და მთლიანად საზოგადოებას. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ოჯახების ტრაგედია, ესაა მთელი საზოგადოების ტკივილი და პრობლემა, რომელთანაც გამკლავება ვერ შევძელით. დღეს მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ და დავგმოთ ქალთა მიმართ ძალადობა, ვიყოთ შეუწყნარებელნი ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის მიმართ, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ  მსგავსი დანაშაული და ქალებმა შეძლონ იცხოვრონ მათთვის მშვიდ, არაძალადობრივ გარემოში”, – ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.


უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი
უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი

მასალების გადაბეჭდვის წესი