“სხეულის დაზიანებების გამო პიროვნების ამოცნობა შეუძლებელია. ნაპოვნი სატვირთო მანქანის აღწერილობა და მონაცემები გადაეცა კრიზისების მართვის საბჭოს საგანგებო შტაბს. მიმდინარეობს მძღოლის იდენტიფიცირება,” – აცხადებენ შსს-ში.
შსს-ს ცნობით, დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები 5 პიროვნების საპოვნელად.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ დღემდე ჩატარებული საძიებო-სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოების შედეგად დარიალჰესის გვირაბში ნაპოვნია 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი, საავტომობილო გზის გაწმენდის შედეგად – 5, ხოლო ნაშალი მიწის 15 მეტრის სიღმიდან 1 სატვირთო ავტომანქანა ამოიტანეს.
დარიალის ხეობაში 17 მაისს მომხდარ სტიქიის შედეგად ამ დროისთვის დადასტურებულია 2 ადამიანის დაღუპვა. პირველი მათგანი, უკრაინის მოქალაქეა, რომელიც თბილისში, საავადმყოფოში დაიღუპა 18 მაისს.
სამაშველო სამუშაოები ხეობაში გრძელდება. დარიალის ხეობაში 17 მაისს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად თერგი დაგუბდა, ჩამოშლილი მასის ქვეშ მოექცა რამდენიმე სატვირთო ავტომანქანა, რომელთა ნაწილში, სავარუდოდ, ისხდნენ მძღოლები.