ახალი ამბები

უგულავა საქალაქო სასამართლოს მერის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით მიმართავს

23 მაისი, 2014 • • 1054
უგულავა საქალაქო სასამართლოს მერის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით მიმართავს

„ეს გადაწყვეტილება საერთოდ არ უკავშირდება სამსახურში დაბრუნებას, პატივს და რეგალიებს. მთავარია ფართო განზომილება. სამ კვირაში ისედაც არჩევნებია, რომელშიც მე პირადად არ ვღებულობ მონაწილეობას. ორი კვირით აღდგენა ნამდვილად ჩემი თვითმიზანი არ არის. აქ არის პრინციპზე ლაპარაკი, ის, რაც არ გეკუთვნის, ის, რაც უზნეოა, მთავრობამ არ უნდა ჩაიდინოს. ანდა ქვეყანაში უნდა არსებობდეს ის ინსტიტუტები, განსაკუთრებით სასამართლოები, რომლებიც ამ უზნეობის ჩადენას მთავრობას არ შეარჩენს. ამიტომ ჩვენი ადვოკატები ამ გადაწყვეტილებით შუამდგომლობით შევლენ საქალაქო სასამართლოში და იმედი მაქვს, საქალაქო სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“, – აცხადებს გიგი უგულავა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა უგულავას სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და 159–ე და 160–ე მუხლების პირველი ნაწილის მეორე წინადადება არაკონსტიტუციორად ცნო.

 
გიგი უგულავა კონსტიტუციურ სარჩელში მუთითებდა, რომ 2010 წელს ის ოთხი წლის ვადით აიჩიეს თანამდებობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინებით  საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გადააყენა თანამდებობიდან. უგულავას თქმით, მისი, როგორც არჩეული თანამდებობის პირის ასეთი წესით ვადამდე გადაყენების შესაძლებლობის დაშვება არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე (საარჩევნო უფლება), 29-ე  (სახელმწიფო თანამდებობის დაკავება) და 30-ე  (შრომის თავისუფლება) მუხლებს. 
 
გიგი უგულავა
გიგი უგულავა

მასალების გადაბეჭდვის წესი