ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა

23 მაისი, 2014 • • 1508
საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა

“საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავას კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას და ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება, რომელიც უშვებს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ზეპირი მოსმენის გარეშე”, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

 

გიგი უგულავა კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებდა, რომ 2010 წელს ის ოთხი წლის ვადით აიჩიეს თანამდებობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინებით  საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გადააყენა თანამდებობიდან. უგულავას თქმით, მისი, როგორც არჩეული თანამდებობის პირის ასეთი წესით ვადამდე გადაყენების შესაძლებლობის დაშვება არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე (საარჩევნო უფლება), 29-ე  (სახელმწიფო თანამდებობის დაკავება) და 30-ე  (შრომის თავისუფლება) მუხლებს. 

 

გიგი უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოში
გიგი უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოში

 

 

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზი, გიგი უგულავას სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ
საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზი, გიგი უგულავას სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი