ახალი ამბები

ღარიბაშვილი: დარბაისელმა ვაჟკაცური და ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო

23 მაისი, 2014 • • 1143
ღარიბაშვილი: დარბაისელმა ვაჟკაცური და ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო

“რომ გადადგა, სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო, მისი გუნდი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გააგრძელებს ღირსეულ საქმიანობას. რაც შეეხება პრემიების საკითხს, ბუნებრივია, ეს იყო მიუღებელი. მას გარკვეული შეცდომა მოუვიდა. ეს იყო ღირსეული ნაბიჯი გადადგმული მისი მხრიდან, როცა თქვა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ხარვეზების და შეცდომების არ გვეშინია. თუ რამე შეცდომა მოგვდის, მაშინვე ვასწორებთ. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი. ჩვენი საქმიანობა არის გამჭვირვალე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, დარბაისელის მიერ დაშვებული შეცდომებისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, რადგან მთავარია, რომ მან და მისმა გუნდმა დაამყარა წესრიგი ციხეში. 

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი თანამდებობიდან დღეს, 23 მაისს გადადგა. 2013 დეკემბრის თვეში დეპარტამენტში მაღალი პრემიები სწორედ მისი გადაწყვეტილებით გაიცა, ასევე მისი გადაწყვეტილებით დეპარტამენტში განხორციელდა საკადრო ცვლილებები და თანამდებობებზე დაინიშნენ შსს–ს ყოფილი თანამშრომლები. სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ–სუბარმა მორალურად გაუმართლებელი უწოდა დიმიტრი დარბაისელის მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი