ახალი ამბები

ენერგეტიკის სამინისტრო: „არაგვიჰესის“ მშენებლობა დასრულდა

23 მაისი, 2014 • • 1114
ენერგეტიკის სამინისტრო: „არაგვიჰესის“ მშენებლობა დასრულდა

“პროექტი  შპს  “ენერგო-არაგვმა”განახორციელა. ჰიდროელექტროსადგურის  მშენებლობა 2012 წლის თებერვალს  დაიწყო და 2014 წლის თებერვალში დასრულდა. „არაგვიჰესის“ დადგმული სიმძლავრე  8 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 50მლნ.კვტ/სთ-ია.  პროექტის საინვესტიციო ღირებულება 13 მლნ. აშშ დოლარია.  დასაქმებულთა რაოდენობა მშენებლობის სხვადასხვა პერიოდში შეადგენდა 50-120 ადამიანს. ჰესის ოპერირების პერიოდში კი 10 ადამიანი დასაქმდება. „არაგვი ჰესი“ არის პირველი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც განხორციელდა მხოლოდ ქართული და ევროპული კერძო ინვესტორების თანამშრომლობის შედეგად,”- წერია სამინისტროს განცხადებაში. 


სამინისტროს ინფორმაციით, სადგური აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ევროპული დანადგარებით და მართვის სისტემებით, რომელიც  დაამზადა ავსტრიულმა კომპანია „კიოსლერმა“.



მასალების გადაბეჭდვის წესი