მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოხრეიძე აცხადებს, რომ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ბიზნესი კონკრეტულ შედეგებს ელოდება:
“ეს არ იქნება ფორმალური შეხვედრა, რადგან 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა და მთავრობამ დაგვანახა, რომ ქვეყანაში კერძო საკუთრება არის დაცული და ბიზნესი იქნება დაცული. ჩემთვის როგორც ცნობილია, პრემიერი ილაპარაკებს კონკრეტულ შედეგებსა და პროექტებზე, ვფიქრობ, რომ ბიზნესიც უნდა გააქტიურდეს, რომ ფული მიზნობრივად დაიხარჯოს და ქვეყნის ეკონომიკა გაძლიერდეს”.
2014 წლის მანძილზე დღეს პრემიერი რიგით მეორე შეხვედრას მართავს ბიზნესმენებთან. პირველი ასეთი შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვალში გამართა.




