ახალი ამბები

დათა ახალაიას ადვოკატი ამბობს, რომ რესტორანში თავს დაესხნენ და ემუქრებოდნენ

22 მაისი, 2014 • • 1089
დათა ახალაიას ადვოკატი ამბობს, რომ რესტორანში თავს დაესხნენ და ემუქრებოდნენ

როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, თავდამსხმელების ერთადერთი პრეტენზია ის იყო, რომ დათა ახალაიას ადვოკატია:

 

“თავდამსხმელებს ჰქონდათ ერთადერთი პრეტენზია, თუ რატომ ვიცავ დავით ახალაიას ინტერესებს და რატომ ვარ მისი ადვოკატი. ისინი მაგინებდნენ და ამბობდნენ, რომ ვინაიდან დავით ახალაია ანგარიშსწორებისათვის მათთვის ხელმიუწვდომელია, სურთ ჩემი, როგორც დ. ახალაიას ადვოკატის ფიზიკური დასჯა–ლიკვიდაცია”, – წერს ზაქარეიშვილი.

 

მისივე თქმით, რესტორნის დაცვამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა ისინი ადგილზე არ მივიდნენ, ამის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში მისმა მეგობარმა დარეკა:

 

“ჩემს მეგობარს არ მიუთითებია ჩემი პიროვნების შესახებ და თავდასხმის მოტივი, რადგან იყო დიდი შანსი, რომ პოლიცია ჩემს დასახმარებლად არ გამოცხადდებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში დარეკვის შემდეგ, დაახლოებით 5 წუთში შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელთაც უკან მოჰყვა პოლიციის ოპერატიული ჯგუფი. ამ ჯგუფის წევრებმა დაიწყეს თავის მართლება დაგვიანებასთან დაკავშირებით. აქვე აღვნიშნავ, რომ პოლიციის მოსვლამდე ხუთი წუთით ადრე თავდამსხმელებმა დატოვეს რესტორნის ტერიტორია. მოცემული გარემოება მაძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ თავდამსხმელებმა წინასწარ იცოდნენ პოლიციის იძულებითი მოსვლის შესახებ”, – წერს ზაქარეიშვილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი