გიორგი ჩაკვეტაძით ბარსელონა დაინტერესდა – კატალონიური “სპორტი”

კატალონიის “ბარსელონა” ქართველი ფეხბურთელით, გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიური სპორტული გამოცემა “სპორტი” ავრცელებს.

“სპორტის” ინფორმაციით, ბარსელონას სკაუტები ანდორა – საქართველოს საფეხბურთო მატჩზე დასწრებას აპირებენ, რათა “გენტის” ფეხბურთელის თამაშს დააკვირდნენ. აღნიშნული მატჩი ანდორაში ხვალ გაიმართება.

სპორტი წერს, რომ ჩაკვეტაძე ტექნიკური შემტევია, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. ასევე მოედანზე მისი გამოყენება ნახევარდაცვასა და მეორე თავდამსხმელადაც შეიძლება – წერს სპორტი.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com