ახალი ამბები

ანონსი – 22 მაისი

22 მაისი, 2014 • • 1518
ანონსი – 22 მაისი

10:00 – თბილისის იუსტიციის სახლში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდება. 

10:00 –  სასტუმრო “თბილისი მერიოტში” იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით სისხლის სამართლის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. თემა: სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ცვლილებების პირველადი პროექტი განხილვა. მის: რუსთაველის გამზ. №13

11:00-  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფონდ “გაამწვანე საქართველოსთან” ერთად ელიას მთაზე ზეთისხილის ხეებს დარგავს.

11:00- თბილისის იუსტიციის სახლში, ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის კონსტიტუციის ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხებზე მომუშავე ჯგუფს შეხვდება.

12:00 –  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საზოგადოებას კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმას გააცნობს.

12:00 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

12:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ანტიკორუფციული მედიაცენტრის ხელმძღვანელი პეტრე წურწუმია განათლების სამინისტროს მიერ თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

12:30 –  “პირველ პრესკლუბში” “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი საჯაია პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22 

13:00 –  “პირველ პრესკლუბში” თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკური მდივანი გიორგი ლომია პრესკონფერენციას გამართავენ. 
თემა: ირმა ინაშვილს ემუქრებიან, რას უკავშირდება მუქარა, ციხის კადრებს თუ სხვა გარემოებებს?! 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22 

13:00 –  თემურ შაშიაშვილი საკუთარ სახლში ქუთაისის მერობისათვის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის დაწყების თაობაზე განცხადებას გააკეთებს. 
მის: ქუთაისი, გამსახურდიას მე–5 შესახვევი #1 

13:00 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, ვასილ ლომსაძის მეუღლე თამარ ივანაული და ადვოკატები გულო გეჯაძე, ეკა მიდოდაშვილი, ანდრო და დავით სარიბეგოვები ლომსაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. საქმე ეხება, რუსთავის ყოფილი სამმართველოს უფროსის მოადგილე ზაალ ადამიას და დაზარალებულ ვასილ ლომსაძეს.

13.00 –  კოალიცია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მხარდამჭერთა დარბაზში კალათბურთელებს შეხვდება. 
მის: რუსთაველის გამზ. #30 
საკონტაქტო პირი სოფო მდინარაძე – 577 58 50 58

13:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის” წევრი ირაკლი წერეთელი პრესკონფერენციას გამართავს.თემა: 26 მაისი, მერაბ კოსტავას 75 წლის იუბილე.


13:30-  “პირველ პრესკლუბში” განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: გამოსაშვები გამოცდები. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22 

14:30 – თბილისის იუსტიციის სახლში, ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფს შეხვდება.

15:00 –  მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

16:10 –  თბილისის იუსტიციის სახლში ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხებზე მომუშავე ჯგუფს შეხვდება.

17:50 –  თბილისის იუსტიციის სახლში, ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხებზე მომუშავე ჯგუფს შეხვდება. 

19:00 –  თბილისის იუსტიციის სახლში, ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფს შეხვდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი