ახალი ამბები

ნარკოტიკზე შემოწმების მიზნით დაკავებული მაჟორიტარობის კანდიდატი გათავისუფლებულია

21 მაისი, 2014 •
ნარკოტიკზე შემოწმების მიზნით დაკავებული მაჟორიტარობის კანდიდატი გათავისუფლებულია

შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ბარამიძე ამბობს, რომ მათი აქტივისტი საპატრულო პოლიციამ უსაფუძვლოდ, საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მიზნით დააკავა.

 

“საქართველოს გზის” ბათუმის მერობის კანდიდატის, გოჩა გუგუნავას პიარის სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ირემაძე დღეს შუადღისთვის დააკავა პოლიციამ.


„მანქანა გააჩერებინეს და ის და მისი მეგობარი წაიყვანეს. მეც მანქანაში ვიყავი. არაფერი უთქვამთ. გვეგონა, რომ მალევე გამოუშვებდნენ, მაგრამ რატომღაც ამ დრომდე ისევ პოლიციაშია, მისი მეგობარი კი გამოუშევეს,”- განაცხადა ნათია ბერსენაძემ. მისივე ინფორმაციით, ირაკლი ირემაძე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა.

 

ირაკლი ირემაძე
ირაკლი ირემაძე

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი