ახალი ამბები

ბაღებსა და სკოლებში მე–6 კლასის ჩათვლით სწავლა 27 მაისამდე შეწყდა

21 მაისი, 2014 •
ბაღებსა და სკოლებში მე–6 კლასის ჩათვლით სწავლა 27 მაისამდე შეწყდა

ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.

 

“ეს დღეები გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებებმა მოახდინონ სკოლებისა და ბაღების გაძლიერებული სანიტარული დამუშავება”, – აცხადებენ სამინისტროში.


სამინისტროები სკოლებს სანიტარული დასუფთავების რეკომენდაციას აძლევენ.


“ბოლო 2 კვირის განმავლობაში გაიზარდა ვირუსული მენინგიტის შემთხვევები. შემთხვევები ძირითადად ბავშვთა ასაკზე მოდის. საშუალო ასაკი არის 8 წლამდე, თუმცა იყო ერთეული შემთხვევები მოზრდილებშიც. გამომწვევის ამ ტიპს არ ჭირდება რაიმე სპეციალური სახის დეზინფექცია და არ ჭირდება მკაცრი კარანტინის შემოღება”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. თუმცა, მისი თქმით, დაავადების ზრდის რაოდენობის დინამიკის გამო, ასევე იმის გამო, რომ დაავადებას ზოგ შემთხვევაში სიმპტომები არ ახასიათებს, ხოლო პატარა ბავშვებში ხელის დაბანის და პირადი ჰიგიენის დაცვის უნარჩვევები რიგ შემთხვევაში არ აქვთ, სამინისტროებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს.


დავით სერგეენკო/ ფოტო: ნეტგაზეთი
დავით სერგეენკო/ ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი