მედიის კითხვაზე, რას მიიღებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ასე უპასუხა:
“ეს ხელშეკრულება არ არის ჩვეულებრივი ხელშეკრულება: ეს არის ეკონომიკური ინტეგრციის და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ. საქართველოს აქვს სრული მისასვლელი მსოფლიო ბაზარზე და ძალიან ადვილი იქნება იმის გაგება, რომ საქართველოში მცირე ან დიდი მასშტაბის ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ იმედი არა მარტო საქართველოს ბაზრის. ეს ბაზარი, რა თქმა უნდა, შეზღუდულია, საქართველო არ არის დიდი ქვეყანა. ქართულ ბიზნესს უნდა ჰქონდეს გასასვლელი მსოფლიოს ბაზრებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩემთვის, ასევე, ევროპის სხვა ქვეყენბისთვის. სწორედ ამ კუთხით არის ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ის ეხება სწორედ, აი, ამ სფეროს. რა თქმა უნდა, ეს თქვენზე არის დამოკიდებული, როგორ მოახდენთ თქვენ ურთიერთობას. თუ არ იქნება რეგიონალური კონფლიქტები, საქართველო მოახერხებს შეინარჩუნოს ერთ დონეზე ეკონომიკა. ჩვენთვის მთავარია იმის გარანტირება, რომ ინვესტიციები იყოს უსაფრთხო საქართველოში. ძალიან მნიშვენელოვანი ხელშეკრულებაა. პოლიტიკუად ეს არის გართიანების ხელშეკრულება. 10-წლიან მანდატს ვასრულებს და 10 წლის წინ ევროკავშირს სულ 15 წევრი ჰყავდა და ამ პერიოდში მათი რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. მომავლის პერპექტივები გახსნილია, თუმცა ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ეტყვის ქართულ მხარეს და ჯერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზეა დამოკიდებული”
ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკა ევროპულ მოდელს დაუახლოვდება:
“მწამს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ახლოს გრძნობენ თავს ევროპულ მოდელთან. ეკონომიკაც დაუახლოვდება და ამაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ბევრი მოქალაქე. ევროპული პერსპექტივიდან ეს ხელშეკრულება არ იქნება ბოლო ნაბიჯი. ჩვენ შორის გახსნილია ურთერთობის გზები. ისინი გულისხმობს რეფორმებს. რა თქმა უნდა, მოიცავს ევროკავშირის ევოლუციასაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განვაცხადოთ, რა იქნება სამომავლოდ, მაგრამ მთავარია, რომ ხელი მოეწეროს ამ ურთიერთობას. გადაწყვეტილება გარედან არ მოვა, ჩვენს ხელში უნდა ავიღოთ ამის მოგვარება. ჩვენ შეგვიძლია მივეხმაროთ ჩვენს ქართველ მეგობრებს. ეკონომიკის განვითარება დამოკიდებული იქნება ქართულ მხარეზე.”
„ეს შეხვედრა ნათელი გზავნილის მატარებელია, რომ ევროკომისია მხარს უჭერს დემოკრატიულ, აყვავებულ, სტაბილურ საქართველოს. ევროკავშირი საქართველოს ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთგულია. ხელმოწერა იქნება ისტორიული ეტაპი და ინვესტიცია მომავალში, რომელიც საზოგადოებას მოუტანს სარგებელს, გახსნის ბაზრებს, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ აყვავებული მომავალი. საქართველო იყო ლიდერი რეფორმებში და ჩვენ მხარს ვუჭერთ ძირითად პოლიტიკურ და სასამართლოს სისტემის რეფორმებს. საქართველოს ამ გზაზე ყოველთვის მხარდაჭერილი იქნება ევროკავშირის მიერ“, – განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზომ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა ფინანსურ მხარდაჭერაზეც და აღნიშნა, რომ საქართველოსადმი 19 მილიონი ევროს გამოყოფა ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთი მხარდაჭერის გამოვლინებაა.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდად აფასებს ევროკავშირის ძლიერ მხარდაჭერას მთელი რიგი მიმართულებებით და ელის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
„27 ივნისს ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირ-საქართველოს შორის. ეს ხელშეკრულება ჩვენს ურთიერთობას თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის საქართველოს ევროპეიზაციის გენერალური გეგმა, რომელიც უამრავ შესაძლებლობებსა და უპირატესობას მოუტანს საქართველოს. დღეს ჩვენ მოვიწონეთ და მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი, როგორც 2014-2016 წლების პერიოდის ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების მთელი კომპლექტი. იგი დაეხმარება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) წარმატებული განხორციელების მომზადებაში. როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ბატონმა რომპეიმ განაცხადა, გასულ კვირას თბილისში, ასოცირების ხელშეკრულება არ წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანს,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტ ბაროზოსთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღინიშნა, რომ საქართველო რეფორმებს მომავალი თვეების განმავლობაშიც განაგრძობს.





