ახალი ამბები

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 48-ს მიაღწია

14 ნოემბერი, 2018 • 1333
კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 48-ს მიაღწია

კალეფორნიის ჩრილოეთით ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. აშშ-ის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ნაწილის ლოკალიზება უკვე მოხერხდა. როგორც BBC იუწყება, სტიქიის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ხანძრის შედეგად დაიწვა 50 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია და 7 ათასზე მეტი შენობა. ცეცხლმა ყველაზე მეტად ქალაქი ფარადაისი დააზარალა. NBC-ის ცნობით, ხანძარი 8 ნოემბერს გაჩნდა და რეგიონის ისტორიაში ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მეხანძრეებს სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა. “ჩვენ ვგლოვობთ გარდაცვლილებს, მსხვერპლი იმაზე დიდია, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა,” – აცხადებს პრეზიდენტი. CNN-ის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ქარი და ცუდი ხილვადობა უშლის ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი