ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა

21 მაისი, 2014 • • 2189
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა
“ხშირად მეკითხებიან, რას მოველით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. მოკლე პასუხი ასეთია: ბევრ მუშაობას. ხელშეკრულების ხელმოწერა მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსათვის. მიუხედავად ამისა, ჩვენი საბოლოო მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


პრემიერმინისტრის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია:


“მოსალოდნელია შემდგომი წინსვლაც. ევროკავშირისა და საქართველოს კონფერენცია ინვესტიციების თემაზე, რომლის ჩატარებაც დაგეგმილია თბილისში 13 ივნისს, მიზნად ისახავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ფარგლებში შეთავაზებული შესაძლებლობების განხილვას და ხაზგასმას. იმედი მაქვს, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში კიდევ ერთხელ შევხვდები ბევრ თქვენგანს, რათა უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ როგორ შეუძლია საქართველოს, გაუხსნას გზა რეგიონში საქმიანობის წარმართვით დაინტერესებულ ბელგიურ კომპანიებს” . 
 


ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს 27 ივნისს მოაწერს:


“რადგანაც ვაჭრობა შედის აღმოსავლეთის პარტნიორობის კომპეტენციაში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულება ხელმოწერიდან რამდენიმე კვირაში შევა ძალაში.ამ ხელშეკრულების განსახორციელებლად საქართველოს ხელისუფლება არ დაელოდება ევროპული პარლამენტების მხრიდან რატიფიცირებას. მათი დათვლაც კი შეუძლებელია. თუ არ ვცდები, მხოლოდ ბელგიაში ოთხი პარლამენტია!” 
 

 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი ჰარვარდის კლუბის წევრებთან შეხვედრით დაიწყო. არნიშნული განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილმა ჰარვარდის კლუბში (ბელგია), 2014 წლის 20 მაისს გააკეთა. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014 წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014 წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი