ფიცის ტექსტში ნათქვამია, რომ მასწავლებელი იქნება აზერბაიჯანული ტრადიციების ერთგული, მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას მიაწვდის, არ დაუშვებს რაიმე ფორმით არაეთიკურ ქცევას პროფესიული საქმიანობის დროს, დაალაგებს ურთიერთობას კოლეგებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან და სხვა პირებთან, დაიცავს კონსტიტუციას და აზერბაიჯანის კანონებს და ა.შ.
ფიცის დადების ცერემონია სადღესასწაულო გარემოში, აზერბაიჯანის დროშის თანხლებითა და ქვეყნის კონსტიტუციაზე ხელის დადებით წარიმართება. ფიცს მასწავლებელი მხოლოდ ერთხელ დადებს და ხელმოწერილი ფიცი თითოეული მასწავლებლის პირად საქმეში შეინახება.
| ||