ახალი ამბები

მარგველაშვილი: ანტიდისკრიმინაციული კანონი ჩვენს სახელმწიფოს უფრო ცივილიზებულს გახდის

20 მაისი, 2014 • • 957
მარგველაშვილი: ანტიდისკრიმინაციული კანონი ჩვენს სახელმწიფოს უფრო ცივილიზებულს გახდის

“იყო ერთიანი პოზიცია. კანონი შემუშავდა, შევიდა პარლამენტში. მე შემიძლია გავიმეორო ის არგუმენტები, რატომაც მე ხელი მოვაწერე. ანტიდისკრიმინაციული კანონის შედეგად არ ვკარგავთ ტრადიციებს. პირიქით- იმ ტრადიციებს, რაც ქართველისთვის ბუნებრივია შემწყნარებლობა, ერთიანი საზოგადოების შექმნა და არა დაქუცმაცება და გამოხშირვა სხვა ადამიანებისა, ეს კანონი უწყობს ხელს. ეს კანონი ჩვენს საზოგადოებას გახდის უფრო ჰუმანურს, ხოლო სახელმწიფოს უფრო ცივილიზებულს”,- განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმართ მთავრობასა და პარლამენტს ჰქონდა ერთიანი პოზიცია და მას მხარი დაუჭირეს, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ეწინააღმდეგება კანონს, აქვთ დემოკრატიული უფლება, იყვნენ წინააღმდეგი. 

 

ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 2 მაისს მიიღო 121 ხმით არც ერთის წინააღმდეგ. კანონის წინააღმდეგ გამოდის საქრთველოს მართლმადიდებელი ეკლესია და კონსერვატიული შეხედულებების მქონე მოქალაქეები. 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი