ახალი ამბები

მარგველაშვილი: ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს

20 მაისი, 2014 • • 926
მარგველაშვილი: ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს

“მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. ჩემთვისაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მოაწეროს ხელი. მე ამ საკითხს არ გამოვედავები, თუ იქნება პოზიცია, რომ მოაწეროს რომელიმე სხვა ლეგიტიმურმა პირმა. მაგრამ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულება მოიცავს როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში განსახორიცელებელ ცვლილებებს. უპრიანია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა მოაწეროს ხელი. გადაწყვეტილია, რომ მოაწერს საქართველო ხელს და ეს არის ისტორიული. დანარჩენი დეტალები ისეთივე აჟიტირების თემაა, რომელზეც მე არასდროს არ ჩავდივარ ხოლმე სიღრმეებში. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი არის ხელმოწერა და არა ხელმომწერი”,- განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის, თუ ვინ მოაწერს ხელს, კონსულტაციები გაიმართება მთავრობაში. 

 

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარბაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვინ მოაწერს 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელს, პრემიერმა უპასუხა, რომ საქართველოს მოაწერს ხელს

 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან თანამშრომლობს და აქვს საქმიანი ურთიერთობა. მისი თქმთ, მასსა და პრემიერს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი