მოროშიკნამ აღნიშნული განცხადება “რუსთავის 2”-ის ეთერში, გადაცემაში “არჩევანი” სტუმრობის დროს განაცხადა. მოროშკინას თქმით, დარბაისელს საქართველოს დატოვება იმის გამო უნდა, რომ იცის, მის მიერ ჩადენილი კანონდარღვევების გამო პასუხი მოეკითხება.
“მე მაქვს ინფორმაცია, რომ დიმიტრი დარბაისელი აპირებს ქვეყნის დატოვებას. ის განცხადება, რომ მე მომხსნეს, არის უბრალოდ თვალის ახვევა. მათ იციან, რომ ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ დარღვევებზე, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ხდება ბოლო 4 თვის მანძილზე.’
ლალი მოროშკინა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველის პოზიციას იკავებდა, თანამდებობიდან დაითხოვეს.