ახალი ამბები

ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს “ინტერის” ფორმა გაუგზავნა

13 ნოემბერი, 2018 • 1741
ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს “ინტერის” ფორმა გაუგზავნა

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ენმ-დან ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს მილანის “ინტერის” ფორმა გაუგზავნა. ხაბეიშვილის თქმით, კალაძე თბილისის მოსახლეობას უპირისპირდება ისე, როგოც “მილანი” უპირისპირდება “ინტერს”:

“ხალხის წინააღმდეგ რომ არის სულ, დედაქალაქის მერს მის ენაზე მინდა დაველაპარაკო. ეს არის მილანის ინტერის ფორმა. მილანი და მილანის ინტერი არიან დაპირისპირებული. კალაძე თბილისის მოსახლეობას უყურებს, როგორც ინტერის ფეხბურთელებს. გადაეცით ეს ფორმა კალაძეს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა საკრებულოში.

ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს მილანის “ინტერის” ფორმა გადასცა

ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს მილანის “ინტერის” ფორმა გადასცა. იხილეთ ვიდეო ⚽

? TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი

Posted by netgazeti.ge on Tuesday, 13 November 2018

თბილისის ამჟამინდელი მერი, კახა კალაძე საფეხბურთო კარიერის განმავლობაში “მილანში” თამაშობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი