ახალი ამბები

ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით სკოლებისთვის რეკომენდაციები გაიცა

20 მაისი, 2014 • • 1004
ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით სკოლებისთვის რეკომენდაციები გაიცა

“იგივე რეკომენდაცია მისცეს მათ მშობლებს, რომ თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ბავშვმა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაიცვას და აკონტროლოს ხელის დაბანის პროცედურა. რაც შეეხება სკოლებს, სადაც გამოვლენილია აღნიშნული შემთხვევები და, როგორც იცით, 50-დე ბავშვი უკვე არის გადაყვანილი საავადმყოფოში, თითეულ შემთხვევაში სკოლა მიმართავს შენობის დეზინფექციას და ყველა შემთხვევაში ინდივიდუალაური მიდგომა არსებობს. მუშავდება ის საკლასო ოთახი, სადაც აღნიშნული მოსწავლე სწავლობდა, ასევე, მთელი სკოლის ტერიტორია და მიმდებარე ტერიტორიები,”- აცხადებს ლია გიგაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.


მისივე განმარტებით, მომართვიანობა არცთუ ისე ხშირია, – თოთოეულ სკოლაში დაახლოებით 1 ან 2 შემთხვევა.

 

“50-მდე მოსწავლეა უკვე დაფიქსირებული ამ დაავადებით და ყველა შემთხვევაში სკოლამ დაიცვა ის რეჟიმი, რაც მათთვის იყო რეკომენდებული, ანუ გაუშვა, დაითხოვა მოსწავლეები სასწავლო პროცესიდან და მოხდა სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური დამუშავება და დეზინფექცია,”- აცხადებს გიგაური. 

 

ოფიციალური მონაცემებით, ვირუსული მენინგიტით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი 24 აპრილიდან დღემდე [20 მაისამდე] 107-მდე გაიზარდა.  

 

იმის მიუხედავად, რომ შარშან [2013] დროის იგივე მონაკვეთში ვირუსული მენინგიტის მხოლოდ ერთეული შემთხვევები დარეგისტრირდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ წლევანდელი მონაცემი საგანგაშო არ არის

 

ლია გიგაური: ფოტო: განათლების სამინისტრო
ლია გიგაური: ფოტო: განათლების სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი