ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით პუტინის თანაშემწე ჩავიდა

20 მაისი, 2014 • • 1147
აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით პუტინის თანაშემწე ჩავიდა

ოფიციალური ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი სოხუმში პრეზიდენტ ანქვაბს შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური სფეროს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

 

ვლადიმერ პუტინის თანაშემწის ვიზიტი აფხაზეთში პირველი არ არის, ის სოხუმში მიმდინარე წლის აპრილშიც იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის თანაშემწემ გუდაუთის რაიონში რუსული მხარის დახმარებით აღდგენილი ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა და მაღალჩინოსნებს შეხვდა. 

 

ვლადისლავ სურკოვი: ფოტო: ru.wikipedia.org
ვლადისლავ სურკოვი: ფოტო: ru.wikipedia.org

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი