ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა სკანდინავიის ქვეყნებიდან აზერბაიჯანის ელჩი გაიწვია

13 ნოემბერი, 2018 •
ალიევმა სკანდინავიის ქვეყნებიდან აზერბაიჯანის ელჩი გაიწვია

ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას შვედეთიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან აზერბაიჯანის ელჩის, ადიშ მამედოვის გაწვევის შესახებ.

9 ნოემბერს ნორვეგიამ მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანში საელჩოს დახურვისა და მისი საქართველოში გახსნის შესახებ. თავდაპირველად ბაქომ განაცხადა, რომ საპასუხოდ არ დახურავდა აზერბაიჯანის საელჩოს შვედეთში. თუმცა გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და განაცხადა, რომ დახურავს საელჩოს შვედეთში და, ამავდროულად, ნორვეგიაში და ფინეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი