ახალი ამბები

პილოტი ამბობს, რომ ირლანდიის სანაპიროსთან ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაინახა – BBC

13 ნოემბერი, 2018 • 1427
პილოტი ამბობს, რომ ირლანდიის სანაპიროსთან ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაინახა – BBC

ბრიტანული ავიახაზების პილოტი, რომელიც მონრეალიდან ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა, ამბობს, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაინახა. დაწყებულია შესწავლა.

პილოტს აინტერესებდა, მიმდინარეობდა თუ არა ამ მონაკვეთში სამხედრო წვრთნები, რაც არ დადასტურდა.

პილოტის თქმით, 9 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 06:47 წუთზე სინათლე დაინახა, კაშკაშა შუქს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მოჰყვა. BBC წერს, რომ მფრინავმა ობიექტმა ბრიტანული ავიახაზების თვითმფრინავს მარცხნივ ჩაუარა, სწრაფად კურსი იცვალა და ჩრილოეთით გაფრინდა.

მომხდარზე პილოტმა ინფორმაცია ირლანდიის “შენონის” აეროპორტს მიაწოდა.

ირლანდიის საავიაციო უწყებამ გამოძიება დაიწყო. აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე მომხდარზე კომენტარს არ გააკეთებენ.

ერთ-ერთი სხვა პილოტი ვარაუდობს, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შესაძლოა მეტეორი იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი