ახალი ამბები

ანონსი 20 მაისი

19 მაისი, 2014 •
ანონსი 20 მაისი

08:15 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში, ევროპის ქვეყნების არმიების მთავარ სერჟანტთა მე-8 ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნება. ფორუმს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი გახსნიან.

მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი, სასტუმრო Holiday Inn

 

10:00 საათზე, „შერატონ მეტეხი პალასში”, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით სემინარი გაიმართება.

 

11:30 არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები კახა კუკავა, მამუკა კაციტაძე და მანანა ნაჭყებია ოზურგეთის მერობის და გამგებლობის კანდიდატებს წარადგენენ.

მისამართი: ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ჭავჭავაძის ქ. #14

 

11:30 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს, თემაზე: „სასამართლო „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ საქმის განხილვას იწყებს – მონოპილისტი ბანკი, რომელიც მომხმარებლის უფლებებს არღვევს, კაბალურ ხელშეკრულებებს დებს და მოქალაქეებს უკანონოდ აკისრებს ჯარიმებს“.

მისამართი: მისამართი: ქ. თბილისი, იოსებიძის ქუჩა #57, I სართული.

საკონტაქტო პირი: სოფიო აზარიაშვილი 551 081803

 

12:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში ლალი მოროშკინა, იური ვაზაგაშვილი, ია მეტრეველი საგანგებო განცხადებას გააკეთებენ თემა: ვინ მართავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.

 

12:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბესო დანელია პრესკონფერენციას

გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

13:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ნოდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებ–გვერდის www.partiebi.ge პრეზენტაციას გამართავს.

 

13:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2

სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

14:30 საათზე ,,პრაიმთაიმის” პრესკლუბში ,,ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, ერეკლე კალატოზიშვილი და სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ დირექტორი, ირაკლი ჟორჟოლიანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: პროექტის ,,სტაბილური კონსტიტუცია-ახალგაზრდული არჩევანი“ პრეზენტაცია.

საკონტაქტო ტელ: 577177517


15:30 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“, საქართველოს სახალხო დამცველი და გაეროს  განვითარების პროგრამა (UNDP)  წარადგენენ დამოუკიდებელ კვლევას, რომელშიც ასახულია სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულება 2008 – 2013 წლებში.

 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი