ახალი ამბები

მეტრო სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით დროებით არ მუშაობდა

12 ნოემბერი, 2018 • 2228
მეტრო სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით დროებით არ მუშაობდა

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს ერთ-ერთ მატარებლი ტექნიკური მიზეზის გამო დაზიანდა. მათივე ინფორმაციით, ამის გამო ავლაბრიდან ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო. უწყებაში აცხადებენ, რომ მგზავრები გვირაბიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

“დაზიანებული მატარებელი ჩიხში გადაგვყვავს, რათა სათადარიგო მატარებელი გამოვიყვანოთ. ამას გარკვეული დრო სჭირდება. ამ ეტაპზე ახმეტელის სადგურიდან სადგურის მოედნამდე მეტრო შეუფერხებლად მოძრაობს,”-აცხადებენ კომპანიაში.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ბექა ყორშია წერს, რომ მგზავრებს ნახევარ საათზე მეტი ვაგონში მოუწიათ ყოფნა.  მისივე თქმით, უჰაერობის გამო, მოქალაქეების ნაწილი შეუძლოდ გახდა.

შენიშვნა: სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტრომ სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობა დაახლოებით 17:10 წუთზე განაახლა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი