ახალი ამბები

20 მაისს პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

19 მაისი, 2014 •
20 მაისს პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

პირველკლასელთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა www.mes.gov.ge და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე www.registration.emis.ge; სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით.

 

რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი, რომელსაც რეგისტრაციის ფორმაში შეჰყავს მოსწავლის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მშობლის პირადი ნომერი. ასევე,  ტელეფონის ნომერი, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შესახებ მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინება.

 

განათლების სამინისტროს ცნობით, სისტემა არეგისტრირებს მხოლოდ იმ ბავშვებს, რომელთაც 2015 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 6 წელი.

 

“გამონაკლისის სახით რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც 2013-2014 სასწავლო წელს რეგისტრირებულნი იყვნენ კერძო სკოლების მოსამზადებელ კლასებში. მოქმედი კანონმდებლობა ამ წესიდან გამონაკლისს არ ითვალისწინებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თხოვნით მიმართავს მშობლებს რეგისტრაციის დაწყებამდე ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას. ამასთან, გაითვალისწინონ, რომ ერთდროულად რამდენიმე პირის მიერ, პარალელურად ან რამოდენიმეჯერ,  ერთი და იმავე ბავშვის რეგისტრაციის მცდელობა დაუშვებელია, რამდენადაც  სისტემა ავტომატურად შეზღუდავს რეგისტრაციას,”- წერია სამინისტროს განცხადებაში. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი