ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს

19 მაისი, 2014 •
მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს

“კარგია, ამერიკელი თანათავმჯდომარეც ფიქრობს, რომ სარსანგის წყალსაცავის გამოყენება შეიძლება ორი დამოუკიდებელი სახელწმიფოს – მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთ-ერთი საფუძველი გახდეს,”- განაცხადა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დავიდ ბაბაიანმა კითხვაზე, ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარის, ჯეიმს უორლიკის წინადადებაზე აღნიშნული წყალსაცავის ერთობლივი გამოყენების შესახებ.  

 

ყარაბაღის ოფიციალური პირის განმარტებითვე, წყალსაცავის ერთობლივი გამოყენება ნდობის გამყარებისკენ იქნება მიმართული. 

 

“ყარაბაღის მხარეს არაერთხელ განუცხადებია მზაობა წყალსაცავის ერთობლივი გამოყენების საკითხის განხილვის შესახებ, თუმცა ასეთივე დაინტერესება უნდა გამოხატოს აზერბაიჯანმაც. ეს პროცესი ორივე მხარისთვის მომგებიანი უნდა იყოს. დანარჩენი საკითხები ტექნიკური ხასიათისაა,”- განაცხადა ბაბაიანმა.


სარსანგის წყალსაცავი; ფოტო: panoramio.com
სარსანგის წყალსაცავი; ფოტო: panoramio.com


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


მასალების გადაბეჭდვის წესი