ახალი ამბები

თბილისი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანილი პირის გათავისუფლების საკითხზე მუშაობს

19 მაისი, 2014 • • 848
თბილისი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანილი პირის გათავისუფლების საკითხზე მუშაობს

“ამ საკითხთან დაკავშირებით უშუალოდ შსს არის ჩართული. თუმცა, მყისიერად იქნება ამ ინფორმაციის მიწოდება ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებისთვის, ისევე, როგორც ეს იყო დაკავებული 17 მოქალაქის შემთხვევაში. ჩვენ მათ მწვავედ დავუყენეთ საკითხი. ცხინვალში გამგზავრების დროს მათ ასევე მწვავედ დასვეს ეს საკითხი და შედეგად, მოხდა ადამიანების გათავისუფლება,”- განაცხადა ზალკალიანმა. 

 

სამხრეთ ოსეთის პარლამენტის შენობა, ფოტო: რია ნოვოსტი
სამხრეთ ოსეთის პარლამენტის შენობა, ფოტო: რია ნოვოსტი

 

ცხინვალის ინფორმაციით, მხოლოდ 15 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით სამხრეთ ოსეთში საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 38 საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

 

“სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოს მოსახლეობა, ტრადიციულად, ამ პერიოდში მცენარეული კულტურის კრეფით არის დაკავებული. როგორც წესი, საზღვრის უკანონო დარღვევები საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებთა ინფორმაციის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული,”- განუცხადა საინფორმაციო სააგენტო “რეს”-ს ცხინვალში ოფიციალურმა წყარომ. მისივე თქმით, ამ ვითარების გათვალისწინებით იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობის მიმართ არ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და მხოლოდ მათი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით შემოიფარგლოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი