გაეროს უმაღლესი კომისარი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ასევე შეხვედრები გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, სახალხო დამცველთან და სხვ.
საგარეო საქმეთა სამინსიტროს ცნობით, ქართული მხარე უმაღლეს კომისარს ბოლო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს გააცნობს და მიაწვდის ინფორმაციას ამ მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
“ვიზიტი შესაძლებლობას მისცემს ქართულ მხარეს მიიღოს უმაღლესი კომისრის რეკომენდაციები ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი შემდგომი ზომების შესახებ”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.








