ახალი ამბები

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საინტერესო პროექტი განხორციელდეს – კალაძე ილია II-ს ინიციატივაზე

11 ნოემბერი, 2018 • 1871
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საინტერესო პროექტი განხორციელდეს – კალაძე ილია II-ს ინიციატივაზე

თბილისის მერი კახა კალაძე ილია მეორის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ მერია ყველაფერს გააკეთეს, რათა მისი ინიციატივის ფარგლებში “საინტერესო პროექტი განხორციელდეს”.

“მოვისმინე ჩვენი უწმინდესის განცხადება. ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს უწმინდესის სიტყვები. საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საინტერესო პროექტი იქნას განხორციელებული ქალაქისა და თბილისელებისთვის ამ მიმართულებით”, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა  საკვირაო ქადაგებისას თბილისის მერს მეტეხის ხიდთან 100 000 მოწამეების სახელობის ხეივნის მოწყობის ან ტაძრის აშენების თხოვნით მიმართა.

მისი თქმით კალაძე, “ახალგაზრდა, ენერგიული” მერია და ამაზე იფიქრებს.

ილია II კალაძეს მეტეხთან 100 000 მოწამის ხეივნის ან ტაძრის აშენებას სთხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი