ახალი ამბები

პრემიერი 7 მინისტრთან ერთად 21 მაისს ბრიუსელში მიემგზავრება ევროკომისრებთან შესახვედრად

19 მაისი, 2014 • • 1043
პრემიერი 7 მინისტრთან ერთად 21 მაისს ბრიუსელში მიემგზავრება ევროკომისრებთან შესახვედრად

როგორც საქრთველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ეს არის უპრეცედენტო ფორმატი საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში, რომელიც ემსახურება საქართველო–ევროკავშირის დიალოგის გაღრმავებას თანამშრომლობის შემდეგომი ინტენსიფიკაციის გზით.

 

“ამ შეხვედრის დროს საქართველოს პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრები უშუალო დიალოგს წარმართავენ ევროკავშირის შესაბამის ევროკომისრებთან, საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტების, ასევე, ღონისძიებების დღის წესრიგით გათვალსიწნებული საკითხებიდან გამომდინარე. 21 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი,  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში და დასძენენ, რომ ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრემიერ–მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა.

 

ევროკავშირი და საქართველო
ევროკავშირი და საქართველო

 

“ასევე ჩატარდება პლენარული სესია ევროკომისრებისა და საქართველოს მინისტრების და მინისტრის მოადგილების მონაწილეობით, რომლის დასურლებისთანავე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია”.


ირაკლი ღარიბაშვილმა  მთავრობის ახალი წევრები წარადგინა. 2013, ფოტო:ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი წევრები წარადგინა. 2013, ფოტო:ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

 

ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში 19 მილიონი ევროს დახმარების თაობაზე ბრიუსელში შეთანხმების ხელმოწერაც იგეგმება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი