ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ჯერ კიდევ არსებობს სტიქიის განმეორების საფრთხე

19 მაისი, 2014 • • 1055
ღარიბაშვილი: ჯერ კიდევ არსებობს სტიქიის განმეორების საფრთხე

“ჩვენი სამსახურები თავდაუზოგავად მუშაობენ და განაგრძობენ სამაშველო და ყველა სხვა აუცილებელ ოპერაციებს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სტიქიის განმეორების საფრთხე. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ!

 

ასევე, მადლობას ვუხდით რუსეთის მხარეს ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით დახმარების შემოთავაზებისთვის.  შექმნილ რთულ ვითარებაში მათ ოპერატიულად გამოხატეს მზადყოფნა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

პრემიერი სამძიმარს უცხადებს სტიქიის შედეგად გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქის ოჯახს.

 

“დარიალის ხეობაში მესამე დღეა ვებრძვით სტიქიას. სტიქიის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაკარგულად ითვლება – შვიდი. მიუხედვად იმისა, რომ სამაშველო სამსახურებმა დროული დახმარება აღმოუჩინეს უკრაინის მოქალაქეს და ვერტმფრენით სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა… 

 

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ვითარება, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე, ვინც ამ დახმარებას საჭიროებს”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დარიალის ხეობა სტიქიის შემდეგ, 18/05/2014
დარიალის ხეობა სტიქიის შემდეგ, 18/05/2014

მასალების გადაბეჭდვის წესი