ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობის მსოფლიო თასის მფლობელია.
თბილისში მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების წევრმა ფინალში ბელარუსელი ანასტასია კასტსიუჩკოვა ანგარიშით 15:3 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
მანამდე, 7 ნოემბერს ირმა ხეცურიანმა რომში, მსოფლიო ჩემპიონატის მოხმალავე ქალთა ტურნირიც მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. მაშინ მან ტაილანდელ მოწინააღმდეგს 15:10 აჯობა.