ახალი ამბები

გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიაში — 9 ადამიანი დაიღუპა, 35 დაკარგულია

10 ნოემბერი, 2018 • 1279
გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიაში — 9 ადამიანი დაიღუპა, 35 დაკარგულია

კალიფორნიაში გამანადგურებელი ხანძრების შედეგად ყველაზე ცოტა, 9 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულია 35 ადამიანი, 250 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კალიფორნიას სამი, უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი, ხანძარი უტევს.

CNN-ის თანახმად, მეხანძრეები ცდილობენ, ჩააქრონ ხანძრები, თუმცა სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რაც სავარაუდოდ ხანძრებს კიდევ უფრო დიდ ტერიტორიაზე გაავრცელებს.

ხანძრებმა გაანადგურა ქალაქი პარადაისი.

ქალაქ მალიბუში ბოლომდე დაიწვა სახლები, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავების კუთვნილი სასახლეები.

ხანძარი კალიფორნიაში. ფოტო: EPA-EFE/MIKE NELSON

მასალების გადაბეჭდვის წესი