ახალი ამბები

“მე აქ ვარ” – კიდევ ერთი უხილავი აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ [Photo]

18 მაისი, 2014 •
“მე აქ ვარ” – კიდევ ერთი უხილავი აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ [Photo]

დღესვე თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ კიდევ ერთი უხილავი აქცია გაიმართა.

 

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 17 მაისს აღინიშნება, რადგან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა სწორედ ამ დღეს, 1990 წლის 17 მაისს ამოიღო დაავადებათა ნუსხიდან. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს.

 

გასულ წელს ამ დღის აღნიშვნის საშუალება საქართველოში არ მისცეს ლგბტ უფლებადამცველებს სასულიერო პირებმა და მრევლმა, დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები მღვდლების მხრიდან, თუმცა ამ დრომდე არავინ დასჯილა.

 

იმის გამო, რომ პოლიციამ ვერც შარშან და ვერც შარშანწინ მოახერხა ლგბტ პირებისა და უფლებადამცვაელების უსაფრთხოების სათანადოდ უზრუნველყოფა, წელს ეს დღე საქართველოში არ აღნიშნა, თუმცა მეორე დღეს, 18 მაისს თბილისში ორი უხილავი აქცია გაიმართა საჯარო სივრცეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი