10 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დამარცხდა იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 28-17.
მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყო იტალიის ქალაქ ფლორენციაში, არტემიო ფრანკის მოედანზე.
შეხვედრა მსოფლიოს სანაკრებო ამხანაგური ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა.
იტალიელებმა მატჩის განმავლობაში ოთხი ლელოს დადება მოახერხეს, საქართველოს ნაკრებმა — მხოლოდ ერთის.
საქართველოს მხრიდან ლელო თამაზ მჭედლიძემ დადო;
პირველი ტაიმი 18-7 დასრულდა, მეორე ტაიმი — 10-10.
შემდეგი მატჩი საქართველოს სამოას ნაკრებთან აქვს ერთ კვირაში, 17 ნოემბერს.
ამის შემდეგ კიდევ ერთი კვირის თავზე კი “ბორჯღალოსნები” ტონგას ეროვნული ნაკრების მორაგბეებს ხვდებიან.