ახალი ამბები

ანონსი – 19 მაისი

18 მაისი, 2014 • • 1150
ანონსი – 19 მაისი

11:00 – საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი გაიმართება;

 

11:30 – “პირველ პრესკლუბში” “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” მაჯორიტარობის კანდიდატი შალვა ოგბაიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები;

 

11:30 – „რეპორტიორის“ პრესკლუბში პარტია „იმედის“ ლიდერი ირინა სარიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: შესაძლოა და აუცილებელია თუ არა ანტიდისკრიმინაციული კანონის შეცვლა, დიდი ჰესები საქართველოში – საფრთხეები თუ საჭიროება;

 

12:00 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს;

 

12:00 – „რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ბრიფინგს გამართავს. თემა: შესაძლოა და აუცილებელია თუ არა ანტიდისკრიმინაციული კანონის შეცვლა, დიდი  ჰესები საქართველოში – საფრთხეები თუ საჭიროება;

 

12:00 – “პირველ პრესკლუბში” “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” წარმომადგენლები – კოტე კანდელაკი, დათო ლოსაბერიძე და ლადო ბოჟაძე, პროექტის “ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია” პრეზენტაციას გამართავენ;

 

12:30 – “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები;

 

12:30– „რეპორტიორის“ პრესკლუბში პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: შეტაკებები სლავიანსკში, შესაძლოა და აუცილებელია თუ არა ანტიდისკრიმინაციული კანონის შეცვლა, დიდი ჰესები საქართველოში – საფრთხეები თუ საჭიროება;

 

13:00 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტების კითხვებს პოლიტოლოგი გია ნოდია უპასუხებს. თემა: ბიზნესმენ ლევან ვასაძის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა;

 

13:00 – „რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი გამართავს. თემა: შესაძლოა და აუცილებელია თუ არა ანტიდისკრიმინაციული კანონის შეცვლა,  წინასაარჩევნო კამპანია, დიდი ჰესები საქართველოში – საფრთხეები თუ საჭიროება;

 

 

13:30 – პრაიმთაიმის პრესკლუბში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა) აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი ნიკა ჯეირანაშვილი გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას, სადაც ისაუბრებენ პარლამენტის მიერ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის პროცესზე;

 

14:00 – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი “4+1” პროგრამის ბენეფიციარ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდება. მისამართი: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი;

 

14:00 – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართ, საჩივარს შეიტანს და ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერის შემდეგ გამართული საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსული მილიონი ლარის განკარგვის კანონიერებაზე, საქმის წარმოების დაწყებას მოითხოვს;

 

15:00 – იუსტიციის სახლში „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის“ უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება;

 

15:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ეკოლოგიის მაგისტრი ლაშა ჩხარტიშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს თემა: დარიალის ხეობაში მომხდარი ტრაგედიის რეალურ მიზეზები, ასევე დარიალჰესის არსებული სახით მშენებლობასთან დაკაშირებით მაშტაბუი საფრთხეები;

 

17:00 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში განცხადებას გააკეთებს „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი.

 

18:00 – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კომიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება

 

19:00 – მწერალთა სახლში კიტა ბუაჩიძის წიგნის „პუბლიცისტური ნაწერების კრებული“ პრეზენტაცია გაიმართება.


19:00 – ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი